ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება
ის ვინც დადგენილ ნორმებს დაარღვებს დაჯარიმდება. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შევა, რომლის მიხედვითაც, ჯარიმები 5 ათასიდან-45 ათას ლარამდე განისაზღვრება. კანონში შესატან ცვლილებებს ჯერ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ, რის შემდეგაც კანონპროექტი პარლამენტს გადაეგზავნება და სავარაუდოდ, დეპუტატები საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.
