ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის შემთხვევით ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს
თუმცა მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. მომხდარზე გამოძიება გრძელდება. ირანის პრეზიდენტის თქმით, საქმეს სპეციალური სასამართლო განიხილავს. ჰასან როუჰანიმ, თვითმფრინავის ჩამოგდებას „მიუტევებელი შეცდომა“ უწოდა. უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც თეირანის აეროპორტიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ირანმა შემთხვევით ჩამოაგდო. რევოლუციური გვარდიის გფანცხადებით, სარაკეტო თავდაცვითი სისტემის ოპერატორს, ლაინერი ამერიკული რაკეტა ეგონა და ცეცხლი გაუხსნა. შეცდომის შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 176 ადამიანი. დაღუპულთა უმრავლესობა, ირანის და კანადის მოქალაქეები იყვნენ.
