არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა
ტელეკომპანია ბი-ბი-სი-სთან საუბარში ბორის ჯონსონმა ირანის ბირთვულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ახალი, ალტერნატიული შეთანხმება უნდა მოიფიქროს, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის წარმოებას ეფექტიანად შეზღუდავს. ბრიტანეთის პრემიერი ბრექსიტის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებას 31 დეკემბრამდე მოასწრებს და დარწმუნებულია, რომ ბრიუსელს უტარიფო ვაჭრობაზე გაურიგდება. ბორის ჯონსონმა სამეფო ოჯახის კრიზისზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ სასახლეში არსებული პრობლემები თავად სამეფო ოჯახის წევრებმა უნდა მოაგვარონ.
