კლუბ ბასიანთან სროლის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მოსამართლემ არ გაითვალისწინა სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ ბიძინა ჩაჩხიანის ადვოკატის შუამდგომლობა, ხუთი ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. დღევანდელ პროცესზე დაკავებული სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ ჩხრეკისას ამოღებული იარაღით, სანადიროდ მიდიოდა. ბრალდებულის არგუმენტი პროკურორებთან ერთად არადამაჯარებელი აღმოჩნდა მოსამართლისთვისაც. საქმეზე წინასასამართლო პროცესი ხუთ მარტს დაინიშნა. ჩაჩხიანს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის წარსულშიც ნასამრთელვია და სააკაშვილის ამნისტიის შედეგად ვადაზე ადრე 2012 წელს გათავისუფლდა.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
