საქართველოს პრეზიდენტი გურიაშია
ის უკვე მეორე დღეა მეწარმეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. საუბრობენ იმ პროექტებზე, რომელებიც რეგიონში მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი კალანდობას ჩხატარაშვილების ექვს შვილიან ოჯახში შეხვდა და საკუთარი ინიციატივაც გააჟღერა. პრეზიდენტის განცხადებით, ჩიჩილაკი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად უნდა გამოცხადდეს.
