მამუკა ხაზარაძის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება
გუდაური-ქვეშეთი-კობის ავტომაგისტრალის მშენებლობა ლელოს ლიდერებისთვის ისეთივე მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც “ნაციონალური მოძრაობისთვის” და ამის შესახებ სააკაშვილის გუნდის წევრებმა არაერთხელ განაცხადეს მათი მტკიცებით, ეს საგზაო პროექტი რუსეთის ინტერესებსემსახურება და რუსული ტანკებისთვის შენდება იმავე გზავნილი დღეს უკვე მამუკა ხაზარაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გაახმოვანა სინამდვილეში კი, გუდაური-ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის ნაწილია. როგორც იცით , ამჟამად არსებული გზა რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე გადის, სადაც ზამთარში ზვავსაშიშროებისა და მეტეოროლოგიური პიროებების გამო საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, რაც სატრანზიტო მიმოსვლას აფერხებს ახალი საგზაო პროექტი კი, ამ პრობლემას მოაგვარებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი რაც შეეხება პროცესს, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს ეხება, დღეს ეროვნული ბანკის ის თანამშრომლები დაიკითხნენ, რომლებმაც ბრალდების მხარის ინფორმაციით, წლების წინ თიბისი ბანკი შეამოწმეს გამოძიება ყოფილ ბანკირებს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებას ედავება, ხოლო ავთანდილ წერეთელს-- უკანონო შემოსავლის მიღებაში დახმარებას. ძველი ბანკირებისა და ახალბედა პოლიტიკოსების ბრალდებებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. მმართველი გუნდისთვის ხაზარაძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და უკადრებელია ბრალდებული ბანკირის ბრალდებებს, არც ოპოზიციის ერთი ნაწილი ეთანხმება
