ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთზე გაკეთებული განცხადების გამო მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური სპექტრის კრიტიკის ობიექტი გახდა
„ლელოს“ ლიდერის შეფასებას, რომ აღნიშნული გზით რუსეთს ტანკებით კომფორტულად შემოსვლის შესაძლებლობა ექნება, მმართველ გუნდში ანტისახელმწიფოებრივი უწოდეს. პოლიტიკაში ახალბედა ბანკირს, გზავნილი დაუწუნეს ოპონენტებმა ოპოზიციიდანაც.
