სამართალდამცველებმა სვანეთის უბანში მდებარე ტაძრის მღვდელმსახურს, მამა გიორგის ბრალი წარუდგინეს
პროკურატურამ 3 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. სასულიერო პირი ბრალს არ აღიარებს, მას ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს. დაცვის მხარის ინფორმაციით, ყოფილი ცოლი მღვდელმსახურს თანხის გამოძალვის მიზნით აშანტაჟებდა და საჩივარზე უარის თქმის სანაცვლოდ მისგან ყოველთვიურად ათას ლარს ითხოვდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საპასუხო სარჩელი მოამზადოს.
