საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა
საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა, რომელიც ქართული მხარისთვის გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეიძინა. ავტოტექნიკის გადაცემისას, სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა და გერმანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კი, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
