ვარკეთილში კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს
წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეებთან ერთად, სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებიც დააპატიმრეს. აქცია ვარკეთილში „ ანას ბაღის„ მიმდებარე ტერიტორიაზე დილით დაიწყო. ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ აღარ ექნებათ რეკრეაციული სივრცე და ჩაიკეტება საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზა. საპირისპიროს ამტკიცებენ სამშენებლო კომაპანიაში და განმარტავენ, რომ დოკუმენტაცია წესრიგშია. ვარკეთილში სადავო მშენებლობაზე ნებართვა, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში გაიცა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
