ირანში მომხდარ ავიაკატასტროფაზე გამოძიება გრძელდება
უკრაინის ავიახაზების კუთვნილმა ბოინგმა კატასტროფა 8 იანვარს, აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა. თეირანი-კიევის საბედისწერო რეისის ყველა მგზავრი დაიღუპა. უკრაინის მოქალაქეების გარდა, ბორტზე ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და შვედეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. კიევმა ტექნიკური გაუმართაობა პირველივე დღესვე გამორიცხა. გამოძიებას ირანი ხელმძღვანელობს და თვითმფრინავის შავი ყუთების კომპანია ბოინგისა და შტატებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.
