ევროკავშირი ირან-ამერიკის კონლიფქტის შესახებ მსჯელობს - “ქრონიკა” ბრიუსელიდან
ამერიკასა და ირანს შორის განვითარებულ მოვლენებზე ამ წუთებში ბელგიის დედაქალაქში მსჯელობენ. ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. დიპლომატები ორ ქვეყანას შორის არსებულ ვითარებას ასევე ირან-ამერიკის კონფლიქტის განვითარების შესაძლო სცენარებს განიხილავენ. სხდომა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლემა შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე მოიწვია. მხარეები ამ პროცესში ევროკავშირის როლზე მსჯელობენ. ევროკავშირში მიმდინარე სხდომაზე მიწვეულია ნატოს გენერალური მდივანიც.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
