ოკუპირებულ სოხუმში პროცესები უმართავი ხდება - ბოლო ცნობები ოკუპირებული აფხაზეთიდან
ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს სეპარატისტების ლიდერი ბიჭვინთაში, ერთ-ერთ ყოფილ საბჭოთა სამთავრობო აგარაკზე გაიქცა და ე.წ. „სახელწმიფო გადატრიალების აღკვეთის“ ბრძანება გასცა რუსეთი ფორმალურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და მის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესს ე.წ. სახელმწიფოს შიდა საქმეს უწოდებს პროტესტს სათავეში უდგას ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ბოევიკი, ახრა ავიძბა, რომელიც გასული წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლული ორი კანონიერი ქურდიდან ერთ-ერთის, ალხას ავიძბას ბიძაშვილია, ასევე აფხაზური პოლიტიკური ორგანიზაცია „ამცახარა“, მათ შორის ალხაზ კვიცინია, რომელიც გასულ წელს ხაჯიმბასთან ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა გუშინ დაწყებული არეულობის მიზეზიც ე.წ. არჩევნების შედეგებია, რომლის მიხედვით, კვლავ ხაჯიმბა ლიდერობს, რომელმაც ძალაუფლება 2014 წელს იმავე სცენარით ჩაიგდო ხელში, რაც ახლა ხდება სოხუმის ქალაქკომის ყოფილი შენობა დაიკავა და ქალაქიდან წინამორბედი, ანქვაბი გააძევა მოსკოვი დე ფაქტო აფხაზეთში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს გზავნის ხმაურიანი პროცესების შემდეგ ე.წ. მთავრობის შენობა რაულ ხაჯიმბას მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს და ის ოთახი გატეხეს, სადაც იარაღი ინახებოდა ხაჯიმბა თანამდებობის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ოპოზიციური ძალები კი დათმობას არ აპირებენ და მის გადადგომას მოითხოვენ პროცესების გამოკვეთილი ლიდერი ოპოზიციური ბლოკის ლიდერი ასლან ბჟანიაა, რომელიც მოსკოვიდან ოკუპირებულ სოხუმში 9 -ა იანვარს დაბრუნდა როგორია ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე ქართული მხარის შეფასება?
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
