თეირანთან მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმრის წერილი გაავრცელა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი 8 იანვარს თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნის ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ“- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.
