რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ადმინისტრაციის შენობასთან ახლაც ასობით ადამიანია შეკრებილი
ისინი დეფაქტო პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ. რაულ ხაჯიმბასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი უკვე დაუჭირა აფხაზეთის ე. წ. პარლამეტმა. დადგენილებას, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ, ხმა 19-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ ოთხი გამოვიდა, ერთმა კი თავი შეიკავა. ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დეფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. პარლამენტის წევრებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მანამდე მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ცოტა ხნის წინ ადმინისტრაციის შენობასთან დე ფაქტო პრემიერი მივიდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს.
