გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს
საქართველოს განათლების სამინისტრომ 2019-2020 სასწავლო წელს აღნიშნული სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად, 4 - ი მილიონი ლარი გამოყო. უწყების ინფორმაციით, სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს აკადემიური , უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული სტუდენტების დაფინანსებას
