დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება
ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე ლუკა დგებუაძის ტრიოს კონცერტი იწყება, მოგვიანებით კი მთავარი სცენიდან მოქალაქეების განწყობაზე ია ტომაში და საბა აბრამიძე იზრუნებენ. ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან დღის 12 საათიდან კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება. ბავშვების განწყობაზე კი სანტა კლაუსთან ერთად ზღაპრის გმირები და ანიმატორები ზრუნავენ. რესპუბლიკის მოედნის გარდა საახალწლო ღონისძიებებს რუსთაველის გამზირიც მასპინძლობს, სადაც პატარებისთვის არაერთი გასართობი სივრცეა მოწყობილი. სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბერს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
