ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი დაიწყო
პროექტის მიხედვით, ასფალტის საფარის დემონტაჟის შემდეგ, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება დაიწყება. მათ შორის გათვალისწინებულია გაზსადენის განახლება. მომდევნო ეტაპი კი ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე მონაკვეთს შეეხება, სადაც ანალოგიური სამუშაო ჩატარდება. ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი იცვლება. თბილისის მერიაში ვარაუდობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.
