„ქრონიკა“ ვაშინგტონიდან - მსოფლიო „თეთრი სახლის“ ლიდერის განცხადების მოლოდინში
მსოფლიო „თეთრი სახლის“ ლიდერის განცხადებას ელის, რომელმაც რევანშის შემთხვევაში უმკაცრესი პასუხის პირობა დადო განცხადება თბილისის დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი ირანს ჯერჯერობით არ შესწევს ბირთვული იარაღის წარმოების უნარი. მისი ჯარები ისლამური, რევოლუციური გვარდიის კორპუსისა და ირანის არმიისგან შედგება, 545 ათასი სამხედრო მოსამსახურით. შეიარაღებაში აქვს საბჭოთა და ადგილობრივი წარმოების ტექნიკა აშშ-სთვის რეგიონში მთავარი დამრტყმელი ძალა მეხუთე ფლოტია, რომლის პასუხისმგებლობის ზონაში შედის სპარსეთის ყურე, წითელი ზღვა, არაბეთის ზღვა და ინდოეთის ოკეანის ნაწილი ირანმა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები გუშინ განახორციელა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაკრძალეს პრეზიდენტი ტრამპის საგანგებო ბრიფინგის შემდეგ გაირკვევა, როგორი იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის პასუხი ერაყში, ამერიკულ ბაზებზე განხორციელებულ ავიაიერიშებზე ევროპა ირანსა და ამერიკას კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებს პენტაგონი ავიაიერიშების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის, ხოლო ირანი მუქარას განაგრძობს
