ვარკეთილში 24 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ფოფხაძეს ძალოვან უწყებაში დაკავებული თანამდებობაც დაატოვებინეს. უფლებადამცველი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი ავტომანქანის დაბრუნებას ცდილობდა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდა. ადვოკატი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ინციდენტის შემდეგ ნაცემი სასაფლაოზე დატოვეს
