აშშ-ირანის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია
თეირანი შურისძიებით იმუქრება, ტრამპი იერიშის შემთხვევაში სწრაფი და არაპროპორციული პასუხით. თეთრი სახლის ლიდერს ირანთან ერთად ერაყის მოგერიებაც უწევს. ამ ქვეყნის პარლამენტმა უცხოელი სამხედროების გაყვანის რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის ფარგლებში, ერაყში 5 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ერაყში ირანის რევოლუციური გვარდიის შენაერთის „ყუდსის ძალების“ სარდალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს. „ყუდსის ძალები“ აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი და ოქრო გაძვირდა.