ზამთრის კურორტებს უწყლობის გამო საფრთხე არ ემუქრება
გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მხოლოდ რედკოს დასახლებას შეექმნა , სადაც რამდენიმე დღიანი სამუშაოების მიუხედავად, წყლის სრული მიწოდება ვერ მოხერხდა . სამთო კურორტზე სასმელი წყლის პრობლემა არ შექმნიათ დასახლების მცხოვრებლებს და სასტუმროებს, სადაც ტურისტების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან. რაც შეეხება ბაკურიანს, აბონენტების მხოლოდ 10 პროცენტს არ მიწოდება წყალი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ მუშაობა 24 - საათიან რეჟიმში გრძელდება, რათა ალტერნატიული გზით, სამთო კურორტზე წყლის მარაგის შევსება მოხდეს. დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.