პრეზიდენტმა დეკანოზი მამალაძე არ შეიწყალა
3-თვენახევრიანი მორატორიუმი დასრულებულია პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა. ამ უფლების გამოყენებაზე სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს, მარიამობის დღესასწაულზე სკანდალური შეწყალების შემდეგ თქვა უარი სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის აგვისტოში, 30-ზე მეტი პატიმარი შეიწყალა და გაირკვა, რომ მათ შორის იყვნენ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები საშობაო შეწყალებისას, შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მან იხელმძღვანელა მთავარი პრინციპით და მას არ სურდა, რომ მის გადაწყვეტილებას საზოგადოებაში ახალი დაპირისპირების პროვოცირება მოეხდინა სულ 5 ადამიანია შეწყალებული, მათ შორის საპატიმროში 3 იმყოფებოდა, 2 პირობით მსჯავრდებული იყო, შეწყალებულთა შორის ორი ქალია საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან დეტალურად მოისმინა ადვოკატების პოზიცია, დეტალურად გაეცნო საპატრიარქოს შუამდგომლობას და მიიღო გადაწყვეტილება, რომელზეც თავად არის პასუხისმგებელი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას
