ავსტრალიის ცეცხლმოკიდებულ ზონებში წვიმს, დაიკლო ჰაერის ტემპერატურამაც
მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ სტიქიის ეპიცენტრიდან მოსახლეობა უსაფრთხო თავშესაფრებში გადაიყვანონ. მეტეოროლოგების პროგნოზით, წვიმა დიდხანს არ გაგრძელდება, ხუთშაბათისთვის ისევ რეკორდული სიცხეა მოსალოდნელი. ცეცხლის გავრცელების გარდა, ძლიერი დაკვამლიანება მოსახლეობის ჯანმრთელობასაც უქმნის საფრთხეს.
