საშობაო შეწყალებამდე ერთი დღე რჩება - პრეზიდენტი ზურაბიშვილი მსჯავრდებულებს ახალი წესით და ახალი კრიტერიუმებით შეიწყალებს
პატიმრების შეწყალებაზე გამოცხადებული ოთხ თვიანი მორატორიუმი, სავარაუდოდ დღეს დასრულდება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი მსჯავრდებულებს ახალი წესით და ახალი კრიტერიუმებით შეიწყალებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ შეწყალებულთა სიაში ვერ მოხვდებიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები, ასევე ის პატიმრები, რომლებიც სასჯელს სამართალდამცველის მკვლელობისთვის იხდიან. პრეზიდენტი არც იმ ადამიანებს შეიწყალებს, რომლებსაც დანაშაული არასრუწლოვნებისა და ქალების მიმართ აქვთ ჩადენილი... ამ დრომდე უცნობია, სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერილ დოკუმენტში იქნება თუ არა ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი მამალაძის გვარი.
