„ქრონიკის“ საახალწლო ეთერისთვის მამუკა მდინარაძემ რეპორტაჟი მოამზადა
ახლა განსხვავებულ ამპლუაში ვნახავთ პოლიტიკოსს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში საპარლამენტო ცხოვრების გაშუქებისას, მედიის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური რესპონდენტი იყო. მამუკა მდინარაძეს ვთხოვეთ 1 დღით თავად ენახა, რას ნიშნავს იყო კორესპონდენტი, მან ქრონიკის საახალწლო ეთერისთვის რეპორტაჟი მოამზადა და მშვენივრად, გაართვა თავი ამ გამოწვევას.
