ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ახალი, 2020 წლის დადგომა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს
საქართველოს თავდაცვის ძალების 1-ლი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეთაურმა პირად შემადგენლობას საახალწლო საჩუქრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადასცა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ, მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცა და მისიის წარმატებით დასრულება უსურვა მე-12 ბატალიონი ნატო-ს ეგიდით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას, 2019 წლის ნოემბრიდან ასრულებს ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა ავღანეთიდან, ქართველი მშვიდობისმყოფელების მილოცვები „ქრონიკაში“
