ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, “ქრონიკასთან” 2019 წელი შეაჯამა
დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ საგარეო პოლიტიკურ წარმატებებზე, რომელმაც საქართველომ მიმდინარე წელს მიაღწია დავით ზალკალიანი: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წელს ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის მოხდა, ეს გახლავთ თავმჯდომარეობა, ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიც არის ევროპის საბჭო. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა ჩვენთვის “2020-წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ 14 უმაღლესი დონის შეხვედრას, როგორც სტრასბურგში, ასევე თბილისში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება მაისში, მინისტერიალი, სადაც საქართველოს ექნება შესაძლებლობა უმასპინძლოს ამ ორგანიზაციის 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს” “2019-წელს უპრეცედენტო აქტივობებით გამოირჩეოდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები”
