მედიამენეჯერებმა ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს - რატომ დატოვა ინგა გრიგოლიამ სხდომა და ვის სურს ტელეიმედის დახურვა?
ხმაურიანი და უშედეგო შეხვედრა. ფინანსთა მინისტრსა და მედიის ხელმძღვანელებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ივანე მაჭავარიანი იმ მაუწყებლების მენეჯერებს შეხვდა, რომელთა მიმართ უწყებამ 25 დეკემბერს ინკასო გამოიყენა. გადაწყვეტილება შეეხო იმ ტელეკომპანიებს, რომლებსაც პირველი ოქტომბრიდან მიმდინარე დავალიანება აქვთ დასაფარი. ეს კომპანიებია -- "ტვ პირველი", "კავკასია", "რუსთავი 2" და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი. სანქციის გამოყენებამდე ერთი დღით ადრე მათ ფინანსთა სამინისტროსგან გაფრთხილება მიიღეს. 23 დეკემბერს ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს ერთდღიანი ვადა მისცა 1 ოქტომბრიდან დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარავად. ეს გადაწყვეტილება არ ეხება ძველ დავალიანებებს. ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო დავალიანებების მქონე ტელევიზიებს დავალიანების რესტრუქტურიზაციის ინიციატივით, პირველად 14 აგვისტოს მიმართა. მინისტრთან შეხვედრა "ტვ პირველის" დირექტორმა პროტესტის ნიშნად დატოვა, ყველამ ერთად კი აღნიშნეს, რომ ვანო მაჭავარიანისგან კონკრეტული წინადადება ვერ მოისმინეს. თავად ფინანსთა მინისტრის განმარტებით ტელევიზიებს დავალიანება რამდენჯერმე გადაუვადდათ, თუმცა მათ თანხა ამ დრომდე არ გადაუხდიათ
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
