უკვე 114 დღეა ოკუპირებული ახალგორი ჩაკეტილია
მოსახლეობას ე.წ რეაზდახანის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ. ბოლო 4 თვის განმავლობაში, ჩაკეტილი პოსტი 4-ჯერ გაიხსნა და ყველა ეს შემთხვევა მიცვალებულების გადასვენებას უკავშირდებოდა. საოკუპაციო რეჟიმს ფაქტიურ ტყვეობაში დაახლოებით 1500-მდე საქართველოს მოქალაქე ჰყავს. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მალე ჰუმანიტარულ კრიზისში აღმოჩნდება. დეფაქტო ხელისუფლება ასევე მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებისათვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებასაც არ აძლევს.
