საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩიპიანი პირადობის მოწმობების გაუქმებას ეხება, თეა წულუკიანი ეხმაურება
მინისტრის განცხადებით, თემაზე, საკონსტიტუციო დავა გრძელდება. წულუკიანი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ერთერთი მთავარი მიღწევა სწორედ, ბიომეტრიული პასპორტებია. წულუკიანი ამბონს, რომ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და არის დროებითი ზომა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მომავალ არჩევნებს ბიომეტრიული ფოტოებით შემდგარ საარჩევნო სიის საფუძველზე და ელექტრონული პირადობის მეშვეობით ჩაატარებს.
