თბილისის საკრებულო 2020 წლის ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებს
სხდომა საკრებულოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. ფინანსურ დოკუმენტს, თბილისის მერი წარადგენს. ცნობილია, რომ ბიუჯეტს არ ექნება, ოპოზიციის მხარდაჭერა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მასში პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული და მასში ბიუროკრატიული ხარჯებია გაზრდილი. განსხვავებული მოსაზრება აქვს მმართველ გუნდს. დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 21 მილიონი ლარია.
