პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკების წარმომადგენლებს ხვდება
შეხვედრა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს და მას, 100-მდე კლინიკის წარმომადგენელი ესწრება. შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც მონაწილეობენ და მასზე ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს განიხილავენ, მათ შორის საუბარი შეეხება მთავრობის 520-ე დადგენილებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. კლინიკების ხელმძღვანრლების ნაწილი ამ დადგებილების ამოქმედების ექვსი თვით გადავადებას, ნაწილი კი მის გაუქმებას მოითხივს. 520-ე დადგენილების მიხედვით, საყიველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს უჩდნებათ ვალდებულება, რომ პაციენეტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფებით მიაწოდონ. კლინიკების წარმომადგენელთა განმარტებით კი, ეს ტარიფი საკმაოდ დაბალია. როგორც ექიმებმა განმარტეს, მათ მიიღეს დაპირება, რომ ამ საკითხზე დიალოგი გაგრძელდება და ტარიფთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.
