ლიპეცკის ოლქში მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა
დაშავებულია 8 მგზავრი, მათ შორის საქართველოს სამი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაცია "ქრონიკას" რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესების სექციის კონსულმა მიაწოდა. დაშავებულები საავადმყოფოში მკურნალობენ. ავარიის სავარაუდო მიზეზი, მოყინული გზაა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსით 19 ადამიანი მგზავრობდა. მათი იდენტიფიცირება, კი ამ დრომდე გრძელდება. საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით , მგზავრების გადმოსაყვანად , რუსეთის ფედერაციის მიმართულებით 2 ავტობუსი გაემართა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
