თბილისის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დღეს უნდა დაამტკიცოს
ფინანსურ დოკუმენტს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა. უმცირესობა ბოიკოტს აცხადებს. დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 21 მილიონი ლარია. აქედან 317 მილიონი სოციალური საჭიროებისთვის არის განსაზღვრული, 430 მილიონამდე ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ხოლო 111 მილიონი ეკოლოგიის გაუმჯობესებას მოხმარდება.
