ტრაგედია აჭარაში - მტირალას პარკში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა
გავრცელებული ინფორმაციი, ხუთივე 17 წლის მოზარდია. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი ხევში გადავარდა და მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ. ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარის გამო ბათუმში დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები ,კონცერტი და ნაძვის ხის ანთება გაუქმდა.
