ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობას ზეიმობს
25 დეკემბრის ღამეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საშობაო მესით შეხვდნენ. ათასობით მომლოცველი და ტურისტი დაესწრო ლოცვას ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძარში. რომის პაპმა კი, ტრადიციულად, საშობაო მესა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში აღავლინა. პონტიფიკოსმა დღეს კათოლიკურ სამყაროს სიტყვითაც მიმართა, მისი მთავარი საშობაო გზავნილია - მსოფლიოში სამართლიანობის და მშვიდობის შენარჩუნება.
