როგორ შეასრულეს სამინისტროებმა ის დავალება , რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ მათ პრემიერისგან მიიღეს
ჯანდაცვის , განათლების , იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების მოადგილეები მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კონკრეტული გეგმით მივიდნენ. ოთხმა უწყებამ სისტემური რეფორმის დავალება პრემიერისგან 18 დეკემბერს მიიღო. უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უძღვება. გასულ სხდომაზე ნათია მეზვრიშვილმა სამინისტროებს არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დაცვისა და განათლების სფეროებში არსებული პრობლემების აღიარებისკენ მოუწოდა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
