ცოტნე გამსახურდია ისევ რეანიმაციაშია
პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. დაშავებულს თავის არეში 4 და სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობით რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე დღეს შსს-მ 5 ადამიანი დააკავა, ერთი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ოთხი კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო. 22 დეკემბერს სასამართლომ 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ცოტნე გამსახურდიას ოჯახს პაციენტის საზღვარგარეთ გადაყვანა სურს, თუმცა ეს კვირის ბოლოს გარკვეული სამედიცინო პროცედურების შემდეგ გაირკვევა. არ არის გამორიცხული, მისი გამოღვიძებაც გადაწყდეს, რაც სავარაუდოდ, გამოძიებაში სიახლეს შეიტანს. გამსახურდიების ადვოკატი საქმის მასალების გასაცნობად ცოტა ხნის წინ საგამოძიებო უწყებაში მივიდა.
სიუჟეტის ავტორი: ანი გუმბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
