15 წლის მოზარდის ოჯახი იმ სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, რომლებიც მათი თქმით, ლუკა სირაძის გამოკითხვისას, მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ
გარდაცვლილის ძმის მტკიცებით , ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, დედამ საქმის გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს დახმარება სთხოვა, თუმცა მისგან უარი მიიღო. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ჩოლოიანის უფლებადამცველი. მწვანე სკოლის ადმინისტრაცია დუმილს ირჩევს. საგამოძიებო მოქმედებები სკოლის ტერიტორიაზე რამდენჯერმე ჩატარდა, გამოიკითხნენ თანამშრომლებიც. გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს. უახლოეს პერიოდში უწყებაში სირაძის დედა ხელმეორედ გამოიკითხება, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანის გარდა, საქმეში სხვა პირების ბრალეულობაზეც ისაუბრებს.
