ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება
პაატა იმნაძის თქმით, ამ დროისთვის, სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსებია გავრცელებული ქვეყანაში მათ შორისაა B ტიპის, H3 და H1 ვირუსები. გართულებების თავიდან ასაცილებლად, დაავადებათა კონტროლი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
