კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა
საზეიმო ლიტურგიას სვეტიცხოვლის ტაძარში უკვე ოთხი საათია, ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს მცხეთაში საზეიმო ლიტურგიას, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრება ბიძინა ივანიშვილი: ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, მოგეხსენებათ როგორი ძნელი იყო ეს 42 წელი და რამდენი განსაცდელი გადაიტანა ამ პერიოდში ჩვენმა ეკლესიამ „უდიდესია ჩვენი დედაეკლესიისა და მისი უწმინდესობის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როცა ერი საჭიროებდა სწორებას და ძალიან ხშირად ერთადერთი საყრდენი მხოლოდ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ“ „ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მინდა ვუსურვო მას“ გიორგი გახარია: ჩვენ შეუძლებელია გადავაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, შეუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი ეკლესიების შენებასა თუ განმანათლებლობაში და შეუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდისა და მშვიდობის შენარჩუნებაში არჩილ თალაკვაძე: ამ წლების განმავლობაში იყო ეკლესია-მონასტრების შენება, რწმენაში დაბრუნება და ბევრი ნუგეში. იყო საგალობლების აღდგენა და მათი გამოყენება ეკლესიებსა და ტაძრებში, დღეს ჩვენი პატრიარქი არის ამ დიდი ღვაწლით ჩვენს წინაშე
