დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება, თუმცა წინა წლებთან შედარებით ნაკლებია
. ამ დროისთვის, ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის რესპირაციული ვირუსებია გავრცელებული, მათ შორისაა B ტიპის, H3 და H1 ვირუსები. გართულებების თავიდან ასაცილებლად, დაავადებათა კონტროლი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
