ატენის ხეობაში მეხანძრე მაშველები მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან
ატენის ხეობაში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ავიაცია და თავდაცვის სამინისტროს სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. არ არის გამორიცხული ორასამდე გაიზარდოს ცოცხალი სამაშველო ძალაც. ადგილზე შემქნილია სამუშაო შტაბიც, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობენ. შიდა ქართლში მეხანძრე მაშველები ხანძარს გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. ჯერჯერობით ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია
