დავით ბაქრაძე: შიდა პოლიტიკური დისკუსია ხშირად სცდება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რაც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს
შიდა პოლიტიკური დისკუსია ხშირად სცდება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და გადადის ისეთი გზავნილების მიტანაში, რომელიც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„ჩვენი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიც განაპირობებს იმას, რომ ბევრ საკითხზე ჩვენს მეგობრებთან არაერთგვაროვანი და ძალიან წინააღმდეგობრივი გზავნილები მიდის. ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები კონსტიტუციით არის გამყარებული, პარლამენტის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიც მკაფიოდ არის განსაზღვრული და აღნიშნულია, რომ აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული წარმატება გამყარებული უნდა იყოს ჩვენი მხრიდანაც ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით, მაგრამ შიდა პოლიტიკის გააქტიურება იწვევს იმას, რომ ეს დისკუსია სცდება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და გადადის ისეთი გზავნილების მიტანაში, რომელიც განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იწვევს. ამის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი კარგი მეგობრების ადამ კინზინგერის და ჯერალდ კონოლის წერილი“, - განაცხადა ბაქრაძემ.