ნიკა გვარამიას პროცესი
რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და „ინტერმედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიამართა. მტკიცებულებებთან დაკავშირებით, მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობები სრულად, ხოლო დაცვის, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ადვოკატების მოთხოვნით, აღნიშნულ საქმეზე ქიბარ ხალვაში და ნინო ნიჟარაძე სასამარათლოში დაიკითხებიან, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ბრალდებულების მიმართ სისხლის სამარათლებრივი დევნისა და დამატებითი შეზღუდვების შესახებ. საქმის არსებითი განხილვა 3 იანვარს დაიწყება.
