მთავრობამ ბალნეოლოგიურ კურორტზე ტურიზმის განვითარების მცირე ბიზნესის მხარდაჭერა დაიწყო
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ახალ პრიორიტეტულ მიმართულებებს, უკვე დაემატა ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტი. ამ მიმართულებით, სესხის თანადაფინანსების ლიმიტი არასაერთაშორისო ბრენდის ობიექტებზე 200 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე, საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში კი – 6 მლნ ლარამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ბალნეოლოგიური კურორტებზე სასტუმროს აშენებისთვის სესხის თანადაფინანსების ლიმიტი 1 მლნ ლარითაა გაზრდილი.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
