საარჩევნო სისტემის შესახებ მოლაპარაკების მორიგი, მეხუთე რაუნდი მომავალ წელს გაიმართება
ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას არასერიოზულად აღიქვამს, განკითხვის დღით და რევოლუციით იმუქრება. უმრავლესობის იდეა კი შემდეგია: პროპორციული სია 77 დან 100-მდე იზრდება, მაჟორიტარული კი 73-დან 50-მდე მცირდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს ინიციატივა არა მხოლოდ 2020 წელს, არამედ შემდგომ არჩევნებსაც ეხება. ხელისუფლების ოპონენტები ჯერჯერობით ავღანური და ე.წ გერმანული მოდელის ერთგულები რჩებიან. დოპლომატიური კორპუსი მმართველი გუნდის ნაბიჯს მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები შეთანხმდებიან. იანვარში, მოლაპარაკებათა მაგიდასთან გაირკვევა, ეთანხმება თუ არა ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ მოდელს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
