ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და ხელისუფლება ექიმის გასათავისუფლებლად ბრძოლას განაგრძობს
44 დღე ოკუპანტების ტყვეობაში. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და ხელისუფლება ექიმის გასათავისუფლებლად ბრძოლას განაგრძობს. ერთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა, ორი დღის წინ ე.წ. სასამართლომ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით იხელმძღვანელა და მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი გამოიყენა. არარსებული საზღვრის უკანონო კვეთისთვის ქართველი ექიმი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენებას არ ცვლის და ეგრეთ წოდებულ საზღვარს არ აღიარებს. ქართული მხარე ყველა საერთაშორისო ტრიბუნას აქტიურად იყენებს, რომ ექიმი ტყვეობიდან დაიხსნას. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭოც შექმნა, რომელშიც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები შედიან. ტყვეობაში მყოფი ექიმი, რომ ჩვენებას არ ცვლის ამის შესახებ რუსული მედიაც წერს. თვეზე მეტია ვაჟა გაფრიდაშვილი ოკუპირებული ტერიტორიიდან ეუბნება ყველას, რომ ცხინვალი საქართველოა. რას ჰყვება ადვოკატი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
