ცოტნე გამსახურდია ისევ რეანიმაციაშია, ის ამერიკიდან ჩამოსულმა მედიკოსებმა მოინახულეს
პირველი პრეზიდენტის შვილი, 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან დაჭრეს დაშავებულს თავის არეში 4 და სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობით, რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა მეორე დღეს შსს-მ 5 ადამიანი დააკავა, 1 განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 4 კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო 22 დეკემბერს სასამართლომ 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, 1 კი, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპზე პაციენტის სხვა ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობს რაც შეეხება ფაქტის სამართლებრივ მხარეს, ოჯახი მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს გამსახურდიას მეუღლეს დანაშაულის მოტივთან დაკავშირებითაც კითხვები აქვს და ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება ბრალდებულების ინტერესთა დამცველებს ყველაზე მეტი კითხვა დანაშაულის იარაღთან დაკავშირებით უჩნდებათ ცოტნე გამსახურდია მე-5 დღეა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ის შოკურ მდგომარეობაში აღარ არის და დამატებითი ოპერაციების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ ცოტნე გამსახურდიას დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა, დაცვისა და ბრალდების მხარეებს კი, სასამართლო 1 თვეზე მეტი ვადა მისცა იმისთვის, რომ თავიანთი ვერსიების დასამტკიცებლად დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვონ დაჭრის საქმეში ამ დრომდე არ დევშ დანაშაულის იარაღი, დანა გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
